გაერთიანებულ სამეფოში „სამეფო კარის თამაშების” პერსონაჟების საფოსტო მარკებს დაბეჭდავენ
გაერთიანებულ სამეფოში „სამეფო კარის თამაშების” პერსონაჟების საფოსტო მარკებს დაბეჭდავენ

გაერთიანებულ სამეფოში „სამეფო კარის თამაშების” პერსონაჟების საფოსტო მარკებს დაბეჭდავენ.

საფოსტო სამსახურში განაცხადეს, რომ მარკების ახალი კოლექცია 23 იანვრიდან გაიყიდება. სულ საუბარია 15 სხვადასხვა მარკაზე, რომლებზეც ძირითადად ის პერსონაჟებია გამოსახული, რომელთაც ბრიტანელი მსახიობები ასახირებენ. მათ შორის დეინერის ტარგარიენი, ჯონ სნოუ და არია სტარკი.
კოლექციაში ასევე შედის ტირიონ ლანისტერისა და ჯეიმი ლანისტერის მარკა, რომელთა როლებს ამერიკელი და დანიელი მსახიობები თამაშობენ.
დამატებით მსურველები შეიძენენ მარკებს, რომელზეც გამოსახულია დრაკონები, მგლები, რკინის ტახტი და ღამის მეფე.