„სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონის გადაღებები დასრულდა
„სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონის გადაღებები დასრულდა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონის გადაღებები დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ კიტ ჰარინგტონი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ ავრცელებს.

სერიალის ფინალური სეზონი 2019 წელს გამოვა.

HBO-ს ინფორმაციით, „სამეფო კარის თამაშების“ დასკვნითი სეზონი ძალიან მასშტაბური იქნება. როგორც არხის წარმომადგენლები ამბობენ, ბოლო სეზონი ექვსი ეპიზოდისგან შედგება.

„სამეფო კარის თამაშები“ HBO-ს ყველაზე მასშტაბური სერიალია, რომელსაც მსოფლიოში მილიონობით მაყურებელი ჰყავს.