გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“-ის 21,502 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“-ის 21,502 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 519 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“ 1,809,455 პირს დაუდასტურდა.
გაერთიანებულ სამეფოში ჯამში კორონავირუსით 63,506 გარდაიცვალა.