გაერთიანებულ სამეფოში გასულ დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 2004 და გარდაცვალების 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გაერთიანებულ სამეფოში გასულ დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 2004 და გარდაცვალების 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გაერთიანებულ სამეფოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 134 ადამიანი დაიღუპა და ვირუსის 2004 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საერთო ჯამში, ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით 262 547 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 37 048 პირი.