გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 338 ადამიანი გარდაიცვალა
გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 338 შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 36 ათასს გადააჭარბა და 36 042 შეადგინა.
შესაბამის მონაცემებს გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვისა და სოციალური ზრუნვის დეპარტამენტი ავრცელებს.
დიდ ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი სულ მცირე 2 615 ადამიანს დაუდასტურდა. სულ ქვეყანაში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 250 908 შემთხვევა.