გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 338 ადამიანი გარდაიცვალა
გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 338 ადამიანი გარდაიცვალა

გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 338 შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 36 ათასს გადააჭარბა და 36 042 შეადგინა.

შესაბამის მონაცემებს გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვისა და სოციალური ზრუნვის დეპარტამენტი ავრცელებს.

დიდ ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი სულ მცირე 2 615 ადამიანს დაუდასტურდა. სულ ქვეყანაში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 250 908 შემთხვევა.