გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით ნიკი ჰეილი და დონალდ ტრამპი პრესკონფერენციას მართავენ
გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, თეთრ სახლში პრეზიდენტი და თავად ნიკი ჰეილი ერთობლივ პრესკონფერენციას მართავენ.
დონალდ ტრამპის განმარტებით, ნიკი ჰეილი თანამდებობას წლის ბოლოს დატოვებს. მან მადლობა გადაუხადა ელჩს ამერიკის სამსახურისთვის და შესთავაზა, აირჩიოს, სად ისურვებდა მუშაობის გაგრძელებას
ნიკი ჰეილიმ თავის მხრივ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მისთვის მიცემული შესაძლებლობისთვის. ისაუბრა აშშ-ის მიერ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში საერთაშორისო მიღწევებზე ირანთან, კორეასთან და რუსეთთან დაკავშირებით და ასევე აღნიშნა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის საკუთარი კანდიდატურის წარდგენას არ აპირებს.
ნიკი ჰეილი გეგმავს, მხარი კვლავ დონალდ ტრამპს დაუჭიროს.
გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ თანამდებობა დატოვა. მისი გადადგომის შესახებ განცხადებას ხელი უკვე მოაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.