გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს დღეს სიტყვით მიმართავს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოსვლისას ხაზს გაუსვამს ხელისუფლების მშვიდობიან პოლიტიკას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, ისაუბრებს იმ ეკონომიკურ და დემოკრატიულ რეფორმებზე, რომლებიც განახორციელა საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის ხელშესახები შედეგების მიღების მიზნით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას საქართველოს პირველი არხი „მოამბის“ სპეციალური გამოშვებით, პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.