გაერო-ში პალესტინის ელჩი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ღაზაში, ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის თავდასხმა იყო დანაშაული და ჰააგის სასამართლოს საჭირო ზომების მიღებისკენ მოუწოდა
გაერო-ში პალესტინის ელჩი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ღაზაში, ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის თავდასხმა იყო დანაშაული და ჰააგის სასამართლოს საჭირო ზომების მიღებისკენ მოუწოდა

გაერო-ში პალესტინის ელჩმა, რიად მანსურმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმა ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე ჩრდილოეთ ღაზაში იყო დანაშაული და მოუწოდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, მიიღოს საჭირო ზომები.

„მათ, ვინც პასუხისმგებელია ამ დანაშაულისთვის ბრძანებების გაცემაზე, უნდა მოისმინონ რაიმე სახის განცხადება ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორისგან, კარიმ ხანისგან, მას თუ აქვს გამბედაობა და იმედი მაქვს, რომ ექნება. ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ ხანი რაფაჰის გამშვებ პუნქტთან მივიდა და იქ გააკეთა განცხადება, მაგრამ ასევე კარგი იქნება მათი დაკავების ორდერის გაცემა, ვინც პასუხისმგებელია ასეთ დანაშაულებზე“, – თქვა მანსურმა.

კითხვაზე, უნდა დაუშვას თუ არა ეგვიპტემ ღაზიდან ლტოლვილების შესვლა, მანსურმა უპასუხა: „არა“.