გაერო-ში ლატვიის ელჩი - ლატვია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ხალხისთვის სამართლიანობის სრულ და სასწრაფო აღდგენას
გაერო-ში ლატვიის ელჩი - ლატვია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ხალხისთვის სამართლიანობის სრულ და სასწრაფო აღდგენას

ლატვია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ხალხისთვის სამართლიანობის სრულ და სასწრაფო აღდგენას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაერო-ში ლატვიის ელჩი ანდრეის პილდეგოვიჩსი წერს. ამ განცხადებით ლატვიელი დიპლომატი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

„ლატვია თავიდანვე იყო გაერო-ს გენერალური ასამბლეის ამ მნიშვნელოვანი რეზოლუციის თანასპონსორი, რომელიც სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხისთვის სამართლიანობის სრულ და სასწრაფო აღდგენას“, – წერს ლატვიის ელჩი გაერო-ში.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.