გაერო-ში ლატვიის ელჩი – ლატვია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ხალხისთვის სამართლიანობის სრულ და სასწრაფო აღდგენას
ლატვია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ხალხისთვის სამართლიანობის სრულ და სასწრაფო აღდგენას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაერო-ში ლატვიის ელჩი ანდრეის პილდეგოვიჩსი წერს. ამ განცხადებით ლატვიელი დიპლომატი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.
„ლატვია თავიდანვე იყო გაერო-ს გენერალური ასამბლეის ამ მნიშვნელოვანი რეზოლუციის თანასპონსორი, რომელიც სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხისთვის სამართლიანობის სრულ და სასწრაფო აღდგენას“, – წერს ლატვიის ელჩი გაერო-ში.