გაერო-ში ისრაელის ელჩი - ჯობია, გაერო-მ ყურადღება გაამახვილოს მძევლების დაბრუნებაზე, „ჰამასის“ დაგმობაზე და ისრაელის თავდაცვის უფლების მხარდაჭერაზე
გაერო-ში ისრაელის ელჩი - ჯობია, გაერო-მ ყურადღება გაამახვილოს მძევლების დაბრუნებაზე, „ჰამასის“ დაგმობაზე და ისრაელის თავდაცვის უფლების მხარდაჭერაზე

გაერო-ში ისრაელის ელჩი ღაზის სექტორის ჩრდილოეთ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციის გაფრთხილებაზე გაერო-ს პასუხს სამარცხვინოს უწოდებს.

გილად ერდანის განცხადებით, ისრაელი აფრთხილებს ღაზის მცხოვრებლებს და ცდილობს, ნაკლები ზიანი მიადგეს მათ, ვინც „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის სამიზნეს არ წარმოადგენს.

„მრავალი წლის განმავლობაში გაერო თვალს ხუჭავდა „ჰამასის“ შეიარაღებაზე და ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის იარაღისა და მკვლელების დასამალად გამოყენებაზე. ჯობია, გაერო-მ ახლა ყურადღება გაამახვილოს მძევლების დაბრუნებაზე, „ჰამასის“ დაგმობაზე და ისრაელის თავდაცვის უფლების მხარდაჭერაზე“, – აღნიშნა ერდანმა.

მანამდე გაერო-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ, ისრაელის თავდაცვის ძალების შეტყობინების თანახმად, 24 საათის განმავლობაში ღაზას ჩრდილოეთით მყოფი მთელი პალესტინელი მოსახლეობის ევაკუაცია სამხრეთ ღაზაში უნდა მოხდეს. ამასთან, გაერო-ს გენერალური მდივნის სპიკერი სტეფან დუჟარიკი აცხადებს, რომ „გაერო მტკიცედ მოუწოდებს ნებისმიერი ასეთი ბრძანების გაუქმებას, რათა თავიდან იყოს აცილებული ის, რაც უკვე შეიძლება გარდაიქმნას ტრაგედიიდან კატასტროფულ სიტუაციად“.