გაერო-ში ირანის მუდმივი წარმომადგენლობა აცხადებს, რომ არ დასჭირდება ისრაელზე შურისძიება, თუ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭო დამასკოში ირანის საკონსულოზე თავდასხმას დაგმობს
ირანი ამბობს, რომ არ დასჭირდება ისრაელზე შურისძიება, თუ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭო დაგმობს დამასკოში ირანის საკონსულოზე თავდასხმას, – ამის შესახებ აღნიშნულია გაერო-ში ირანის მუდმივი წარმომადგენლობის განცხადებაში.
„გაერო-ს უსაფრთხოების საბჭო თუ დაგმობს სიონისტური რეჟიმის აგრესიულ მოქმედებას დამასკოში ჩვენი დიპლომატიური ობიექტების წინააღმდეგ და შემდგომში დამნაშავეებს პასუხისმგებლობა დააკისრება, შესაძლოა, არ იყოს საჭირო ირანის მიერ ამ თაღლითური რეჟიმის დასჯა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
სირიის დედაქალაქში ირანის საკონსულოს დაბომბვის დროს შვიდი ირანელი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, ორი გენერალი დაიღუპა.
ირანი პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს.