გაერო-ში ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსვლის წინ ნიუ იორკში საპროტესტო აქცია გაიმართა, სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

22:18, 24.09.2026

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლის წინ ნიუ იორკში, გაერო-ს შტაბბინასთან, საპროტესტო აქცია გაიმართა.

დემონსტრანტები აშშ-ის მიერ ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას და ღაზაში ომის დასრულებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „შეაჩერეთ ბომბები, დაასრულეთ მკვლელობები!“.

დემონსტრანტებს ეცვათ მაისურები, წარწერით: „დააფინანსეთ ადამიანები და არა ბომბები“. ასევე, ჰქონდათ ბანერები, წარწერით: „თავისუფლება პალესტინას“. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ნეთანიაჰუ „ვერ დაიმალება“ და მას გენოციდში ადანაშაულებდნენ.

სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამჟამად ნიუიორკში იმყოფება. რამდენიმე საათში ბენიამინ ნეთანიაჰუ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.

მსგავსი