გაერო-ში ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსვლის დაწყებისას დიპლომატების ნაწილმა დარბაზი შეძახილების ფონზე დატოვა, ისრაელი პრემიერმა მათ „მორალური ლაჩრები“ უწოდა [ვიდეო]

02:24, 25.09.2026

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დაწყებისას დიპლომატების დიდმა ნაწილმა დარბაზი შეძახილების ფონზე დატოვა.

ამავდროულად, აუდიტორიის მცირე ნაწილმა, მათ შორის ისრაელის დელეგაციამ, ნეთანიაჰუს ტაში დაუკრა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გამოსვლის დასაწყისში მკაცრად გააკრიტიკა ის დელეგატები, რომლებმაც მის გამოსვლამდე დარბაზი პროტესტით დატოვეს და მათ „მორალური ლაჩრები“ უწოდა.

მსგავსი