გაერო-ში აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, განაგრძობენ ძალისხმევას „მარცვლეულის შეთანხმების“ გასაგრძელებლად
რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, გაერო განაგრძობს ძალისხმევას „მარცვლეულის შეთანხმების“ გასაგრძელებლად, – ამის შესახებ გაერო-ს პრესსპიკერის მოადგილემ, ფარჰან ჰაქიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს აუცილებელია მსოფლიოს კეთილდღეობისთვის.
„როგორც ვთქვით, ჩვენ განვაგრძობთ მცდელობებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ სურსათისა და სასუქის ექსპორტის გაგრძელება როგორც უკრაინიდან, ასევე რუსეთის ფედერაციიდან შესაძლებელია. ამ ეტაპზე ამის შესახებ მეტს დეტალს არ ვფლობ. როგორც მდივანმა აღნიშნა, ის არ აპირებს დანებებას, რადგან ეს აუცილებელია არა მხოლოდ ამ ორი ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოს კეთილდღეობისთვის. გაერო-ს თანამშრომლები აგრძელებენ ჩართულობას და ინფორმირებულნი იქნებიან განვითარებული მოვლენების შესახებ“, – აღნიშნა ფარჰან ჰაქიმ.
როგორც კრემლმა განაცხადა, რუსეთი არ დაუბრუნდება შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას, ვიდრე მათ ინტერესებთან დაკავშირებული პირობები არ დაკმაყოფილდება. გაერო კი რუსეთს მოუწოდებს, უკრაინას მისი საზღვაო ნავსადგურებიდან მარცვლეულის უსაფრთხოდ ექსპორტირების ნება დართოს.