გაერო-ში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის სრული ბლოკადა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა
გაერო-ში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის სრული ბლოკადა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა

გაერო-ში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის სრული ბლოკადა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა, – ამის შესახებ განცხადება გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ფოლკერ ტიურკმა გააკეთა.

მან მოუწოდა ყველა სახელმწიფოს, რომელთაც აქვთ გავლენა რეგიონში, მიიღონ ზომები სიტუაციის განმუხტვისთვის.

ფოლკერ ტიურკმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ნებისმიერ ვითარებაში. ტიურკის თქმით, საერთაშორისო სამართლით აკრძალულია, ადამიანებს ჩამოართვა ის, რაც მათ სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ.

„ბლოკადის შემოღება, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო პირების სიცოცხლეს, რა დროსაც ისინი რჩებიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების გარეშე, აკრძალულია საერთაშორისო სამართლით“, – განაცხადა გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა.

ადამიანების გადაადგილებისა და მათთვის პროდუქტების შეზღუდვა ბლოკადის მოსაწყობად უნდა იყოს გამართლებული სამხედრო საჭიროებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება კოლექტიური დასჯის ტოლფასი.

„კონფლიქტის ყველა მხარემ უნდა დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. მათ უნდა შეწყვიტონ თავდასხმები სამოქალაქო პირებზე და ასევე ისეთი თავდასხმები, რომლებიც მოსალოდნელია, რომ გამოიწვევს დიდ მსხვერპლს და დაშავებულებს სამოქალაქო პირთა შორის ან სამოქალაქო ობიექტების დაზიანებას“, – განაცხადა ტიურკმა.

მან ასევე მოუწოდა პალესტინურ შეიარაღებულ ჯგუფებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ტყვედ აყვანილი ყველა სამოქალაქო პირი.