გაერო-ს წარმომადგენლის ინფორმაციით, ღაზის სექტორში თავშესაფრის დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა, არის მსხვერპლი
ღაზის სექტორში თავშესაფრის დაბომბვის შედეგად შენობაში ხანძარი გაჩნდა, არის მსხვერპლი, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი თომას ვაითი ავრცელებს.
გაერო-ს სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, თავშესაფარში 10 000 ადამიანი იმყოფებოდა.
თომას ვაითის განცხადებით, ცენტრთან უსაფრთხო წვდომა ორი დღეა, აკრძალულია და ტრაგიკული ინციდენტის შედეგად ხალხი გამოსვლას ვერ ახერხებს.
გაერო-ს მიერ მართულ ცენტრში ხანძრის შესახებ კითხვების საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ცენტრთან ფართო ტერიტორია არის მნიშვნელოვანი ბაზა „ჰამასის“ ტერორისტებისთვის.
„ჰამასის“ სამხედრო ბაზის დემონტაჟი დასავლეთ ხან იუნისში არის ოპერაციის ლოგიკის საფუძველი“, – ნათქვამია განცხადებაში.