გაერო-ს წარმომადგენელი - გაერო-ს სააგენტო ღაზაში, პრაქტიკულად, ვეღარ საქმიანობს
გაერო-ს წარმომადგენლების თქმით, ორგანიზაცია ღაზის სექტორში არსებულ თავშესაფრებში შეხიზნული 600 ათასამდე ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვეღარ ახერხებს.
გაერო-ს წარმომადგენელი ტომას უაითი აცხადებს, რომ ომის გამო პირდაპირი თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა გაერო-ს ხუთ ობიექტი, რასაც, საერთო ჯამში, 38 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე ობიექტს კი მეტ-ნაკლებად შეეხო საბრძოლო მოქმედებები.
„გაერო-ს სააგენტო ღაზაში, პრაქტიკულად, ვეღარ საქმიანობს“, – აცხადებს ტომას უაითი.