გაერო-ს წარმომადგენელი – გაერო-ს სააგენტო ღაზაში, პრაქტიკულად, ვეღარ საქმიანობს

12:06, 04.11.2023

გაერო-ს წარმომადგენლების თქმით, ორგანიზაცია ღაზის სექტორში არსებულ თავშესაფრებში შეხიზნული 600 ათასამდე ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვეღარ ახერხებს.

გაერო-ს წარმომადგენელი ტომას უაითი აცხადებს, რომ ომის გამო პირდაპირი თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა გაერო-ს ხუთ ობიექტი, რასაც, საერთო ჯამში, 38 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე ობიექტს კი მეტ-ნაკლებად შეეხო საბრძოლო მოქმედებები.

„გაერო-ს სააგენტო ღაზაში, პრაქტიკულად, ვეღარ საქმიანობს“, – აცხადებს ტომას უაითი.

მსგავსი