გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიის საკითხზე რუსეთის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი არ მიიღო
გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიის საკითხზე რუსეთის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი არ მიიღო

გაერო-ს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ სირიის საკითხზე წარდგენილი რეზოლუციის პროექტი არ მიიღო.

დოკუმენტი აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ სირიაში განხორციელებული ქმედებების დაგმობას ითვალისწინებდა.

სირიასთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა იმართება.

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სარაკეტო დარტყმები სირიაში მდებარე ქიმიური იარაღის საწარმოებზე, საცავებზე და რამდენიმე სამხედრო აეროდრომზე მიიტანეს.