გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს ქიმიური იარაღით თავდასხმების შესახებ რეზოლუციებს უყრის კენჭს
გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს ქიმიური იარაღით თავდასხმების შესახებ რეზოლუციებს უყრის კენჭს. აღნიშნული რეზოლუციებიდან ორი აშშ-სა და რუსეთს ეკუთვნის.
15-წევრიანი საბჭო დღეს კენჭს უყრის აშშ-ის მიერ წარდგენილ რეზოლუციას, რომელიც სირიაში მომხდარ ქიმიურ თავდასხმას ეხება. აშშ აღნიშნულ საქმეზე ახალი გამოძიების დაწყებას ითხოვს. სირიაში ქიმიურ თავდასხმაზე წინა გამოძიება ნოემბერში რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა. რუსეთმა გამოძიებისთვის მანდატის გახანგრძლივებას ვეტო დაადო.
თავის მხრივ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს კენჭისყრაზე საკუთარი რეზოლუციის პროექტს წარადგენს რუსეთიც.
დიპლომატები აცხადებენ, რომ, სავარაუდოდ, რუსეთი და აშშ ხმას ერთმანეთის წინააღმდეგ მისცემენ.
იმისათვის, რომ რეზოლუცია დამტკიცდეს, საჭიროა მხარი დაუჭიროს უშიშროების საბჭოს სულ მცირე ცხრა წევრმა და ვეტო არ დაადოს არც ერთმა მუდმივმოქმედმა წევრმა – რუსეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და აშშ-მ.
ვეტო-ს უფლების გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რეზოლუცია სულ მცირე ცხრა ხმას დააგროვებს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.
უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა თბილისის დროით 23 საათზე გაიმართება.