გაერო-ს შესაბამის სანქცირებულ პირთა სიაში შეყვანილი პირის ქონებაზე ყადაღის დადების ან მოხსნის პროცედურა იცვლება
გაერო-ს შესაბამის სანქცირებულ პირთა სიაში შეყვანილი პირის ქონებაზე ყადაღის დადების ან მოხსნის პროცედურა იცვლება

გაერო-ს შესაბამის სანქცირებულ პირთა სიაში შეყვანილი პირის ქონებაზე ყადაღის დადების ან მოხსნის პროცედურა იცვლება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომლის ინიცირება 14 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადებას, ამ პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციას, ასევე ამ პირის პირად მონაცემებში ცვლილების მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციას ან ამ პირის ქონებაზე ყადაღის მოხსნასა და მისი მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, სასამართლოს ბრძანების ნაცვლად, სამთავრობო კომისიის მიმართვაში მითითებული მონაცემების საფუძველზე განახორციელებს.

დატოვე კომენტარი