გაერო-ს სამშვიდობო ძალები ისრაელ-ლიბანის საზღვარზე ინტენსიურ რეჟიმში პატრულირებენ
ლიბანის ტერიტორიაზე გაერო-ს დროებითმა სამშვიდობო ძალებმა (UNIFIL), ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში პატრულირება მას მერე დაიწყეს, რაც ისრაელსა და ლიბანს შორის ორმხრივი სასაზღვრო დაბომბვა მოხდა.
აღნიშნულის შესახებ ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანდრეა ტენენტიმ განაცხადა.
ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების სარდლობამ ისრაელის ჯარებს საარტილერიო ცეცხლის შეწყვეტის თხოვნით მიმართა. ამჟამად საზღვარზე სიმშვიდეა. ლიბანელ სამხედროებთან ერთად წესრიგის დამყარებაზე ვზრუნავთ. ყველა მხარეს თავშეკავებისა და სიტუაციის განმუხტვისკენ მოვუწოდებთ“, – განაცხადა ტენენტიმ.