გაერო-ს პრესმდივანი - რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის შედეგები კატასტროფული იქნება
რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის შედეგები კატასტროფული იქნება, – ამის შესახებ გაერო-ს პრესმდივანმა, სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰში სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად ისრაელის თავდაცვის ძალების გეგმა დაამტკიცა.
„ვფიქრობ, რაფაჰში ამჟამინდელ გარემოებებში სახმელეთო ოპერაციის ჩატარების შედეგები იქნება კატასტროფული ღაზის მოსახლეობისთვის, პალესტინელებისთვის. ეს იქნება კატასტროფული ჰუმანიტარული სიტუაციის კუთხით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ ყველაფრის თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი. ჩვენ გვესმის, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება. ჩვენ ვინარჩუნებთ იმედს, რომ მხარეები იპოვიან გზას ცეცხლის შეწყვეტისთვის და უფრო ფართო ჰუმანიტარული წვდომის უზრუნველყოფისთვის, „ჰამასის“ მიერ დაკავებული ყველა მძევლის გათავისუფლებისთვის“, – განაცხადა გაერო-ს პრესსპიკერმა.