გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორი - ავღანეთში ჰუმანიტარული კრიზისი ვითარდება და დაახლოებით 14 მილიონი ადამიანი ძლიერ შიმშილს განიცდის
„თალიბანის“ მიერ ავღანეთის ტერიტორიების დაკავების შემდეგ, ამ სახელმწიფოში ჰუმანიტარული კრიზისი ვითარდება და დაახლოებით 14 მილიონი ადამიანი ძლიერ შიმშილს განიცდის, – აღნიშნულის შესახებ ავღანეთის საკითხზე გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორმა მერი ელენ მაქგროართიმ განაცხადა.
მისი თქმით, ავღანეთში მიმდინარე კონფლიქტმა, ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებულმა ძლიერმა გვალვამ და კორონავირუსთან დაკავშირებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა გარემომ, მძიმე მდგომარეობა „კატასტროფისკენ“ შეცვალა.
მაქგროართის განცხადებით, გვალვის გამო მოსავლის 40%-ზე მეტი დაიკარგა, ხოლო პირუტყვი განადგურდა და ამავდროულად „თალიბანის“ წინსვლის შედეგად ასობით ათასი ადამიანი დევნილად იქცა.