გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორი – ავღანეთში ჰუმანიტარული კრიზისი ვითარდება და დაახლოებით 14 მილიონი ადამიანი ძლიერ შიმშილს განიცდის

12:03, 19.08.2021

„თალიბანის“ მიერ ავღანეთის ტერიტორიების დაკავების შემდეგ, ამ სახელმწიფოში ჰუმანიტარული კრიზისი ვითარდება და დაახლოებით 14 მილიონი ადამიანი ძლიერ შიმშილს განიცდის, – აღნიშნულის შესახებ ავღანეთის საკითხზე გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორმა მერი ელენ მაქგროართიმ განაცხადა.

მისი თქმით, ავღანეთში მიმდინარე კონფლიქტმა, ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებულმა ძლიერმა გვალვამ და კორონავირუსთან დაკავშირებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა გარემომ, მძიმე მდგომარეობა „კატასტროფისკენ“ შეცვალა.

მაქგროართის განცხადებით, გვალვის გამო მოსავლის 40%-ზე მეტი დაიკარგა, ხოლო პირუტყვი განადგურდა და ამავდროულად „თალიბანის“ წინსვლის შედეგად ასობით ათასი ადამიანი დევნილად იქცა.

მსგავსი