გაერო-ს მისია ყარაბაღში ჩავიდა
გაერო-ს მისია ყარაბაღში ჩავიდა

გაერო-ს მისია ყარაბაღში ჩავიდა, აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მისიის წევრებმა დღეს დილით აღდამი გაიარეს და ასკერან-ხანქენდის მიმართულებით გაემართნენ.

მისიის მიზანია ადგილზე სიტუაციის გაცნობა და მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დადგენა.

მისიაში შედიან გაერო-ს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ბოლოს გაერო-ს მისია ყარაბაღში დაახლოებით 30 წლის წინ იყო.