გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე მხარი დაუჭირეს ყოვლისმომცველ შეთანხმებას „ზარალისა და ზიანის“ შესახებ, რომელიც განვითარებად ქვეყნებს დაეხმარება
გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე მხარი დაუჭირეს ყოვლისმომცველ შეთანხმებას „ზარალისა და ზიანის“ შესახებ, რომელიც განვითარებად ქვეყნებს დაეხმარება

გაერო-ს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციაზე ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს. 200-მდე ქვეყანამ მხარი დაუჭირა ყოვლისმომცველ შეთანხმებას „ზარალისა და ზიანის“ შესახებ, რომელიც განვითარებად ქვეყნებს დაეხმარება.

შეთანხმების ფარგლებში შეიქმნება ფონდი კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციისთვის, რომელსაც გარდამავალი კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით გასცემენ.

აღნიშნული კომისია დაკომპლექტებული იქნება 10 განვითარებული და 13 განვითარებადი ქვეყნის წარმომადგენლისგან. ფონდის ბენეფიციარები კი განვითარებადი სახელმწიფოები იქნებიან, რომლებიც ყველაზე მოწყვლადები არიან.