გაერო-ს ინფორმაციით, უკრაინა უკვე სამმა მილიონმა ადამიანმა დატოვა
გაერო-ს ინფორმაციით, უკრაინა უკვე სამმა მილიონმა ადამიანმა დატოვა

გაერო-ს ინფორმაციით, უკრაინა უკვე სამმა მილიონმა ადამიანმა დატოვა.

როგორც ორგანიზაციის სპიკერმა პოლ დიონმა განაცხადა, სამი მილიონიდან 1,4 მილიონი ბავშვია, ხოლო 157 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე. ყველაზე მეტი, 1,8 მილიონი ადამიანი პოლონეთში გადავიდა.

რამდენიმე დღის წინ ვარშავაში და კრაკოვში განაცხადეს, რომ ამოწურეს ყველა შესაძლებლობა ახალი ლტოლვილების მისაღებად.

უკრაინიდან ლტოლვილთა დიდი ნაკადის გამო, ევროკომისიას დახმარების თხოვნით მიმართა ჩეხეთმაც და ლტოლვილებისთვის მოდულური ტიპის სახლების გადაცემა სთხოვა. 24 თებერვლის შემდეგ ჩეხეთში 200 ათასი უკრაინელი გადავიდა.