გაერო-ს ინფორმაციით, ღაზის სექტორში საწვავი შეიტანეს.
მედიის ცნობით, ჰუმანიტარული ოპერაციების გასაგრძელებლად გაცილებით მეტია საჭირო.
მანამდე ისრაელის ომის კაბინეტმა განაცხადა, რომ ღაზაში შესვლის უფლება დღეში საწვავის ორ სატვირთო მანქანას მიეცემა.
როგორც „ბიბისი“ წერს, ღაზაში საწვავი ამ დროისთვის აუცილებელია სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის, ასევე საავადმოფოებისა და სატელეკომუნიკაციო ქსელისთვის.