გაერო-ს ინფორმაციით, გასული ათი დღის განმავლობაში უკრაინა 1,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა
გაერო-ს ინფორმაციით, გასული ათი დღის განმავლობაში უკრაინა 1,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

გაერო-ს ინფორმაციით, გასული 10 დღის განმავლობაში უკრაინა 1,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდი ავრცელებს.

„გასული 10 დღის განმავლობაში უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში 1,5 მილიონზე მეტი ადამინი გადავიდა – ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისია“, – ნათქვამია ფილიპო გრანდის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პოლონეთში უკრაინიდან 922,4 ათასი ადამინი გადავიდა.