ბირთვულ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით აშშ-ისა და რუსეთს შორის ნდობა სუსტდება, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა.
„სტრატეგიული შეიარაღების შემცირებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ზომები, რომლებიც ცივი ომის დროს და მისი დასრულების შემდეგ იქნა მიღებული, საფრთხის ქვეშაა. 2021 წელს, შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ, არ ჩანს სურვილი, იმუშაონ ბირთვული არსენალის შემცირების ახალ შეთანხმებაზე“, – აღნიშნა ანტონიუ გუტერეშმა.
განცხადება გუტერეშმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობას ეხება.