გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღო.
როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, საქართველო გაერო-სთან არაერთ სფეროში თანამშრომლობს და ამაზე ორგანიზაციის გენერალური ასამლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებითვე, ის შეუერთდა გაერო-ს გენმდივნის კამპანიას, რომელიც მსოფლიოში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული.