გაერო-ს გენერალურმა მდივანმა სალომე ზურაბიშვილი მიიღო

10:14, 25.09.2019

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღო.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, საქართველო გაერო-სთან არაერთ სფეროში თანამშრომლობს და ამაზე ორგანიზაციის გენერალური ასამლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებითვე, ის შეუერთდა გაერო-ს გენმდივნის კამპანიას, რომელიც მსოფლიოში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული.

მსგავსი