გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ნავთობისა და გაზის კომპანიებს მოუწოდა, ომის ხარჯზე არ გამდიდრდნენ
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ნავთობისა და გაზის კომპანიებს მოუწოდა, ომის ხარჯზე არ გამდიდრდნენ

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ნავთობისა და გაზის კომპანიებს მოუწოდა, ომის ხარჯზე არ გამდიდრდნენ.

ანტონიუ გუტერეშის თქმით, ამორალურია, რომ გაზის კომპანიები რეკორდულ შემოსავალს იღებენ ენერგეტიკული კრიზისის გამო, რომელიც ყველაზე ღარიბ ადამიანებს აზარალებს.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებს, გაზარდონ გადასახადები ნავთობისა და გაზის კომპანიებზე.

აღსანიშნავია,რომ ორმა უმსხვილესმა ამერიკულმა ენერგოკომპანიამ „შევრონმა“ და „ექსონ მობილმა“, ასევე ორმა ევროპულა კომაპანიამ „ტოტალმა“ და „შელმა“ 2022 წლის ბოლო კვარტალში 21 მილიარდი დოლარის ოდენობით შემოსავალი მიიღეს, რაც 2021 წლის პირველ კვარტალში მიღებულ შემოსავალს ორჯერ აღემატება.

საერთო ჯამში, ნავთობისა და გაზის კომპანიებმა დაახლოებით 100 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღეს. ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ ეს „გროტესკული სიხარბეა“.