გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისში აცხადებენ, რომ ღაზაში ისრაელის მიერ მძევლების გათავისუფლებისას მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, შესაძლოა, ომის დანაშაულად ჩაითვალოს
გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისში აცხადებენ, რომ ღაზაში ისრაელის მიერ მძევლების გათავისუფლებისას მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, შესაძლოა, ომის დანაშაულად ჩაითვალოს

გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისში აცხადებენ, რომ ღაზაში ისრაელის მიერ მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, შესაძლოა, ომის დანაშაულად ჩაითვალოს.

„ისეთ მჭიდროდ დასახლებულ უბანში ოპერაციის ჩატარების წესი სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს პროპორციულობისა და სიფრთხილის პრინციპების დაცვის თვალსაზრისით, როგორც ეს ომის კანონებით არის დადგენილი“, – განაცხადა გაერო-ს ადამიანის უფლებათა პრესსპიკერმა ჯერემი ლორენსმა.

ოთხი ისრაელელი მძევლის გათავისუფლების ოპერაცია სამშაბათს ღაზაში, ნუსეირათში ჩატარდა. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის მიერ მძევლების გათავისუფლების ოპერაციას 270 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ლოურენსის თქმით, შეიარაღებული ჯგუფების მიერ ასეთ მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში მძევლების დაკავება „პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს, ისევე როგორც თავად მძევლებს, საომარი მოქმედებების დამატებით საფრთხეს უქმნის. ორივე მხარის ეს ქმედებები, შეიძლება, ომის დანაშაული იყოს“, – ამბობს ჯერემი ლორენსი.