გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი - ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა, შესაძლოა, არაერთხელ დაარღვია ომის კანონის ფუნდამენტური პრინციპები
გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი - ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა, შესაძლოა, არაერთხელ დაარღვია ომის კანონის ფუნდამენტური პრინციპები

გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის განცხადებით, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა, შესაძლოა, არაერთხელ დაარღვია ომის კანონის ფუნდამენტური პრინციპები.

უწყების მიერ მომზადებულ ანგარიშში შესწავლილია ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული ექვსი სხვადასხვა თავდასხმა, რომელთაც მსხვერპლის დიდი რიცხვი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი განადგურება მოჰყვა.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის განცხადებით, ისრაელის ძალები „სისტემატურად არღვევდნენ განსხვავების, პროპორციულობის, სიფრთხილის პრინციპებს თავდასხმების დროს“.

„როგორც ჩანს, მუდმივად ირღვეოდა მოთხოვნა ომის წარმოების საშუალებებისა და მეთოდების შერჩევისას, რომლითაც მინიმუმამდე უნდა შეემცირებინათ ზიანი სამოქალაქო საზოგადოებაში ისრაელის მიერ განხორციელებული დაბომბვებისას“, – აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისარი ვოლკერ თურქი.