გაერო - ჩრდილოეთ კორეამ სანქციების დარღვევით შარშან 200 მილიონი დოლარი გამოიმუშავა
2017 წელს ჩრდილოეთ კორეამ სანქციების დარღვევით 200 მილიონი დოლარი გამოიმუშავა – ამის შესახებ გაერო-ს მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი.
მოხსენების თანახმად, ჩრდილოეთ კორეამ ქვანახშირი რუსეთის, ჩინეთის, სამხრეთ კორეის, მალაიზიისა და ვიეტნამის პორტებში ყალბი საბუთებით მიიტანა, სადაც ქვანახშირის მოპოვების ადგილად ჩრდილოეთ კორეის ნაცვლად, რუსეთი ან ჩინეთი იყო მითითებული.
გაერო-ს დამკვირვებლების განცხადებით, გამოძიებულია ჩრდილოეთ კორეის თანამშრომლობის ფაქტები სირიასთან და მიანმართან. ანგარიშის მიხედვით, გამოვლინდა 2012-2017 წლებში სირიის მიმართულებით ტვირთების 40-ზე მეტი აქამდე აღუნუსხავი ფაქტი.
გაერო-ს დამკვირვებლებმა ასევე გამოიძიეს საერთაშორისო სანქციების დარღვევით, სანავთობო მრეწველობის პროდუქტების გემიდან გემზე გაცვლის ფაქტებიც.
გაერო-ს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები 2006 წელს გააძლიერა. სანქციების დაწესების მიზეზი ფხენიანის მიერ ბალისტიკური და ბირთვული პროგრამების განხორციელება გახდა.