გადაუდებელი სამუშაოების გამო ვაკისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გადაუდებელი სამუშაოების გამო ვაკისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მოსახლეობის ნაწილს 7 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილის და ნინო ჟვანიას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 01:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ) და დიდი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.