გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი წელს ერთი კვირით გვიან, აგვისტოს მეოთხე შაბათს დაიწყება. უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გადამფრენი ფრინველების დაცვის მიზნით მიიღო.
სამინისტროს ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ სამეცნიერო წრეებთან ერთად გადამფრენი ფრინველების ზრდა-განვითარების ციკლის გაანალიზების საფუძველზე მიზანშეწონილად ნადირობის სეზონის გახსნის გონივრულ თარიღად აგვისტოს ბოლო შაბათის დასახელება მიიჩნია.
„გადაწყვეტილებას პროფესიონალ მონადირეთა უმრავლესობაც დაეთანხმა. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი“, – აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.