გაბრიელიუს ლანდსბერგისი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ დოკუმენტში ევროკავშირში ინტეგრაციის ფაქტობრივი შეწყვეტა არ არის ნახსენები
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ დოკუმენტში ევროკავშირში ინტეგრაციის ფაქტობრივი შეწყვეტა არ არის ნახსენები.
ამის შესახებ ლანდსბერგისმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
„დოკუმენტის მეორე პუნქტი, რომელსაც მინდა, ხაზი გავუსვა, არის საქართველოში არსებული მდგომარეობა. კარგი ნაბიჯია, რომ წარმოდგენილია ვარიანტის დოკუმენტი. სამწუხაროდ, დოკუმენტში არ არის ნახსენები რამდენიმე ვარიანტი, მაგალითად, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ფაქტობრივი შეწყვეტა, რაც, ჩემი აზრით, უნდა აღინიშნოს“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
დღეს ლუქსემბურგში ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. განსახილველ საკითხებს შორის იქნება საქართველოც.