გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ლიეტუვამ ევროკომისიას მიმართა, რუსეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლის პროცედურების გამარტივებაზე უნგრეთის გადაწყვეტილებას გადახედოს
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ლიეტუვამ ევროკომისიას მიმართა, რუსეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლის პროცედურების გამარტივებაზე უნგრეთის გადაწყვეტილებას გადახედოს

ლიეტუვამ ევროკომისიას მიმართა, გადახედოს უნგრეთის გადაწყვეტილებას რუსეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლის პროცედურების გამარტივების შესახებ. აღნიშნულის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველია.

„ჩვენ უსიამოვნოდ გაკვირვებულები ვართ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციის გამო, რომ უნგრეთმა რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეები შეიყვანა ეროვნულ საიმიგრაციო პროგრამაში, რაც მათ საშუალებას მისცემს, თავისუფლად გადაადგილდნენ შენგენის ზონაში“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.

ივლისში უნგრეთმა ახალი, სწრაფი სავიზო სისტემის შესახებ გამოაქვეყნა დეტალები, რომლის მიხედვითაც რვა ქვეყნის, მათ შორის რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის, უნგრეთში შესვლა უსაფრთხოების შემოწმებისა და სხვა შეზღუდვების გარეშე გამარტივდა.