გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ევროკავშირისკენ გზა ობიექტურ კრიტერიუმებზე გამავალი გზაა, ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული, რეფორმები გატარებული, თუ ეს იქნება შეფასება, დაეხმარება საქართველოს წინსვლაში
ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირისკენ გზა არის ობიექტურ კრიტერიუმებზე გამავალი გზა. ეს ნიშნავს, რომ ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული, რეფორმები გატარებული, რათა ქვეყანამ დაწინაურება შეძლოს. თუ ეს იქნება შეფასება, ვფიქრობ, ნამდვილად დაეხმარება საქართველოს წინსვლაში, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
მისივე თქმით, სურვილი აქვთ, რომ ევროკავშირთან მიმართებით საქართველოს განსაზღვრული საგარეო პოლიტიკა იხილონ.
„მე შემიძლია, ლეიტუვის პოზიცია გითხრათ. ძალიან მონდომებული ვართ, ვიხილოთ საქართველოს განსაზღვრული საგარეო პოლიტიკა ევროკავშირთან მიმართებით. ზოგიერთ შემთხვევაში, როგორც ვიცით, ასე არ არის და ვისურვებდი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ეს გამოსწორდეს“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.