#გაატარეზაფხულისაქართველოში კამპანიის ფარგლებში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში 15 ივლისს ანსამბლი „სახიობა“ კონცერტს გამართავს
#გაატარეზაფხულისაქართველოში კამპანიის ფარგლებში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში 15 ივლისს, 20:00 საათზე პირველ კონცერტს ანსამბლი „სახიობა“ (Sakhioba) გამართავს. ღონისძიებაზე შესრულდება ხალხური სიმღერები. მათ შორის მრავალჟამიერი, ჩაკრულო და ასე შემდეგ.
სიმღერები შესრულდება ტრადიციული საკრავების: ჩონგურის, ფანდურის, დოლის, გარმონისა და ჭიბონის თანხლებით.
ფოლკლორის ცენტრის გალერეაში 30 სექტემბრის ჩათვლით წარმოდგენილი იქნება ფოტოები, ტრადიციული სამოსის ნიმუშები, სამუზეუმო ექსპონანტები, ნაქარგობები და თექის ნიმუშები.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.