G7-ის წევრები ფორუმში რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგი არიან
G7-ის წევრები ფორუმში რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგი არიან

დიდი შვიდიანის სამიტში მონაწილე ევროკავშირის ქვეყნები ფორუმში რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგ გამოვიდნენ. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველმა სააგენტო France-Presse-ს განუცხადა.

გავრცელებული ცნობით, G7-ის სამიტის გახსნამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ და იტალიის მთავრობის ხელმძღვანელმა ჯუზეპე კონტემ შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტის ინციატივით ჩატარდა. „ევროპული პოზიციაა – არა რუსეთის დაბრუნებას“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდიანის“ შეხვედრას რუსეთიც უნდა დაესწროს.