საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარებული ფუტსალის სტუდენტური ლიგა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს გამარჯვებით დასრულდა.
29 დეკემბერს, ახალ სპორტის სასახლეში გამართულ ფინალურ შეხვედრაში სეუ-მ თავისუფალი უნივერსიტეტი 5:2 დაამარცხა და 2017 წლის სტუდენტური ლიგის საუკეთესო გუნდის ტიტული მოიპოვა.
ტურნირში მონაწილეობას 36 უმაღლესი სასწავლებლის გუნდი იღებდა.
ლიგის ჩემპიონი და პრიზიორი გუნდები საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა – ჯება არჯევანიძემ, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის
ვიცე-პრეზიდენტმა მიხეილ თოფურიამ და საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა დააჯილდოეს.
ნახევარფინალური მატჩები:
თსუ – სეუ 0: 0 ძირითადი დრო (პენალტების სერია 2 : 3)
თავისუფალი უნივერსიტეტი 4 : 2 საქართველოს უნივერსიტეტი
ფინალი
სეუ – თავისუფალი უნივერსიტეტი 5:2