ფუტსალის ნაკრები ლიეტუვასთან ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის მატჩებისთვის მზადებას იწყებს – ავთანდილ ასათიანის გუნდი 17 და 19 სექტემბერს ლიეტუვასთან სტუმრად ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
მოახლოებული თამაშებისთვის გუნდი თბილისში შეიკრიბა, ლიეტუვაში კი 15 სექტემბერს გაემგზავრება. ტრავმის გამო ნაკრებს შოთა თოფურია და ირაკლი თოდუა ვერ დაეხმარებიან. ორივე თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
გიორგი ჩიმაკაძე (საქართელოს ნაკრების ფეხბურთელი) – „საზაფხულო პაუზის შემდეგ ადრე შევიკრიბეთ და ლიეტუვასთან ამხანაგურ თამაშებს სრულ მზადყოფნაში ვხვდებით. მეტოქე ძალიან კარგი, გამოცდილი გუნდია. ჩვენი მიზანია, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის კარგად მოვემზადოთ. იმედია, ლიეტუვაში ორივე თამაშს მოვიგებთ“.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: თორნიკე ბუკია, ბექა ტყემალაძე (ორივე – „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“, საქართველო).
წინა ხაზი: შოთა თოფურია, ვახტანგ ჯვარაშვილი, ვახტანგ კეკელია, რონინიო, დავით ხეჩიკაშვილი, ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ყველა – „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“, საქართველო), გიორგი ჩიმაკაძე, ბექა ბექაური, ნიკა ხარატიშვილი (ყველა – კსუ, საქართველო) გიორგი ღავთაძე („ტიუმენი“, რუსეთი), ჯანო კვარაცხელია („კრისტალი“ სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე („გომელი“, ბელარუსი), ოთარ ბერეჩიკიძე („არმია“, საქართველო).
ფუტსალში ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის წილისყრის შედეგად საქართველოს ნაკრები მეათე ჯგუფში მოხვდა, სადაც საფრანგეთის, კოსოვოსა და ბულგარეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
ევროპის ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებს.
მეინ რაუნდის მატჩები მიმდინარე წლის დეკემბრიდან დაიწყება და ორ წრედ ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატი 2026 წელს 18 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება.