თბილისის ახალი სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი დაიწყო. ჩემპიონატში ძალების ბალანსი აშკარად შეიცვალა და ეს პირველივე ტურში გამოჩნდა.
ახალ სეზონში რვა გუნდი ითამაშებს. ლიგა 2-ში დაქვეითებული „ევროპის უნივერსიტეტის“ ნაცვლად, ფუტსალის მთავარ ლიგაში „წალენჯიხა“ დაწინაურდა. ლიგაში ასევე ითამაშებენ „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“, „ილიაუნი“, კსუ, „ქუთაისი“, თსუ, „არმია“ და „პეესპე“.
მოქმედმა ჩემპიონმა, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ სეზონი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო და „ილიაუნს“ ცხრა გოლი გაუტანა, დავით ხეჩიკაშვილმა კი ჰეთ თრიქი შეასრულა. ვიცე-ჩემპიონმა „პეესპემაც“ მოიგო, თუმცა „წალენჯიხის“ წინააღმდეგობის დასაძლევად დიდი ბრძოლა დასჭირდა.
კსუ-მ ვერ დაამარცხა „ქუთაისი“. ქუთასელებიდან ირაკლი გვეტაძემ პოკერი შეასრულა, ხოლო თბილისელებიდან საბა ტყეშელაშვილმა – ჰეთთრიქი.
ფუტსალის ლიგა. პირველი ტური
„ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ – „ილიაუნი“ 9:3
თსუ – „არმია“ 3:3
კსუ – „ქუთაისი“ 5:5
„პეესპე“ – „წალენჯიხა“ 2:0