რუსეთის ქალაქ ტიუმენში ბიატლონში მსოფლიოს თასის გათამაშების ბოლო ეტაპი დაიწყო. პირველი სტარტი – სპრინტერული რბოლა კაცებს შორის მოიგო ფრანგმა მარტენ ფურკადმა – მას არც ერთი აცილება არ ჰქონია და დისტანცია 25 წუთსა და 49 წამში დაფარა.
ფურკადმა 33.2 წამით აჯობა თანამემამულე სიმონ დესტიოს, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა. დესტიოსთან 0.3 წამი წააგო შვედმა ფრედერიკ ლინდსტრიომმა.
ამ გამარჯვებით, ფურკადმა გაინაღდა მსოფლიოს თასის ჩათვლაში გამარჯვება. ფრანგი პრიზს მეშვიდედ დაეუფლა, რაც აბსოლუტური რეკორდია.
ფურკადმა ლეგენდარული ნორვეგიელის ოლე-ეინარ ბიორნდალენის რეკორდი გააუმჯობესა.